ადამიანის უფლებათა კომისია
- ადამიანის უფლებათა კომისია
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში ამჟამად შედის ორმოცდაცამეტი წევრი სახელმწიფო (დანიშნული როტაციის საფუძველზე), რომლებიც ყოველი წლის მარტ/აპრილში ხვდებიან ჟენევაში. მათ შეხვედრებს ესწრებიან სხვა სახელმწიფოები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებათა კომისია პირველად 1947 წელს შეიკრიბა. მისი მიზანი იყო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პროექტის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სტანდარტების დადგენა. მიუხედავად ამისა, მას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დარღვევების განხილვის უფლება არ ჰქონდა 1967 წლამდე. მას შემდეგ მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობა გაუწია კონვენციის-გარეთა მექანიზმებს ადამიანის უფლებათა აღსრულებისათვის. ფაქტების მოძიების მისი შესაძლებლობა ასევე გაფართოვდა გარკვეულ ქვეყნებზე/საკითხებზე მომუშავე საგანგებო მომხსენებლების და სამუშაო ჯგუფების ინსტიტუტის შემოღების შემდეგ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia.
2013.
Смотреть что такое "ადამიანის უფლებათა კომისია" в других словарях:
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი — შედგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისგან, საერთაშორისო პაქტისაგან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და მასზე დართული ორი დამატებითი ოქმისაგან და საერთაშორისო პაქტისაგან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.… … Georgian encyclopedia
ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია — 1944 წელს არაბეთის სახელმწიფოთა ლიგის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. თუმცა ამას არ მოჰყოლია რატიფიცირება. ქარტიაში იყო ადამიანის უფლებათა მიწოდების მცდელობა ისტორიული ისლამური შარიათისა და სხვა რელიგიური კანონების გათვალისწინებით, რასაც უფრო ბუნებრივად … Georgian encyclopedia
ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია — ევროპულმა კომისიამ შეწყვიტა არსებობა 1999 წელს. იგი დაფუძნდა თავდაპირველი ევროპული კონვენციის შესაბამისად და იღებდა საჩივრებს, რომლებშიც დაზარალებულები ჩიოდნენ მათ უფლებათა დარღვევის თაობაზე. მოქმედებდა რა „ფილტრის“ როლში, კომისია არჩევდა… … Georgian encyclopedia
ამერიკათაშორისი კომისია — ჩამოყალიბდა 1959 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე საკონსულტაციო შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციის საფუძველზე (OEA/ Ser.C/I I .5). ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ კომისიის სტატუსი დაამტკიცა 1960, ხოლო იმავე წელს, ოდნავ მოგვიანებით, ჩატარდა… … Georgian encyclopedia
რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო ევროპული კომისია — დარსდა 1993 წ. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურების სამიტზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინაღმდეგო ევროპული კომისიის ამოცანა არის ებრძოლოს რასიზმს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს და შეუწყნარებლობას მთლიანად ევროპის დონეზე, მათ … Georgian encyclopedia
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) — ევროპის საბჭოს ორგანოა და მის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მისი მიზანია ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ პან ევროპულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ამ კომისიის სამუშაო… … Georgian encyclopedia
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წლის დეკემბერში ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეთანხმდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნაზე. ამჟამად თანამეგობრობაში შედის თორმეტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. დსთ ს ქვეყნების ადამიანის… … Georgian encyclopedia
ეკონომიკური და სოციალური საბჭო — ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში შედის ორმოცდათოთხმეტი წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა. წევრები იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა იმართება ივლისში ნიუ იორკში ან ჟენევაში. ეკონომიკურ და… … Georgian encyclopedia
პოლონეთის მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული — ომბუდსმენის ინსტიტუტის დამკვიდრებამ უაღრესად დიდი პოპულარობა მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთი გახდა ,,სოციალისტური ბანაკის“ პირველი ქვეყანა, სადაც შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდება ,,მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული”.… … Georgian encyclopedia